სასიამოვნო სიახლე ყავის მოყვარულებისათვის - Double B უკვე საქართველოშია

თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის #9, თავისუფლების მოედანთან, მსოფლიოში ყავის ერთ-ერთმა საუკეთესო ბრენდმა Double B კაფე Double B Coffee&Tea გახსნა.

ამიერიდან ყავის მოყვარულებს უკვე საშუალება აქვთ Double B Coffee&Tea-ში მყუდრო, მშვიდ bpnგარემოში სიამოვნებით მიირთვან 25-მდე დასახელების ყავა. Double B Coffee&Tea-ში ყავის არომატების მრავალფეროვნება ნამდვილად გაგაოცებთ.

ბევრი გემრიელი და საინტერესო ყავა, რომელსაც ექსკუზიურად, მხოლოდ "დაბლბში" დააგემოვნებთ, 100%-იანი არაბიკის მარცვლებზეა დამზადებული და მას სპეციალურად დატრენინგებული ბარისტები, სხვადასხვა არომატებით ამზადებენ.

Double B-ს ყავის მრავალფეროვანი მენიუ სეზონურია და წელიწადის თითოეული დროის შესაბამის ყავას სთავაზობენ მომხმარებელს. Double B Coffee&Tea-ს ყავის მოსამზადებელ მასტერ-კლასებზე ხშირად იხილავთ რიგით მომხმარებლებს, რომლებიც თავისი ხელით და დაბლბის ბარისტების პროფესიონალური რეკომენდაციებით ამზადებენ დაუვიწყარი არომატის ყავას.

Double B-ს დამფუძნებლის თქმით, საქათველოში კაფის გახსნა, ქართველების ყავის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო გადაწყვიტა.bpn

"ვიცი, რომ საქართველოში ძალიან უყვართ ყავა და გადავწყვიტე საქარველოს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უმაღლესი ხარისხის ყავა შემეთავაზებინა. ამავე დროს, თბილისი ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა იმიტომ, რომ საქართველო არის ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულება," - ამბობს "დაბლბის" დამფუძნებელი.

Double B მზადაა ყავის მომხმარებელს ყოველ დღე, 9.00-დან 23:00 -მდე გაუმასპინძლდეს.

Double B, რომელიც ყავის 23 სახეობას სხვადასხვა არომატით ამზადებს. კომპანია უკვე 5 წლისაა. მას მსოფლიოს მასშტაბით 70 კაფე აქვს და ყავის მოყვარულების ნდობითა და სიყვარულით სარგებლობს.

მეტი ინფორმაცია იხილეთ facebook და instagram გვერდებზე.