"ყოველ 2-3 დღეში ხდება გარდაცვალება ან დასახიჩრება" - უჩა ნანუაშვილი მუშათა შემაშფოთებელ ყოფაზე ქართულ რეალობაში

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია.2015 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა 82-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 42-ს შეადგენს. სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოძიება სულ 108 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 42 შემთხვევაში შეწყდა.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე