ბერლინში, მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე, ქართველი არქიტექტორების 24 პროექტი გამოიფინება

ბერლინში, მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალზე ქართველი არქიტექტორების 24 პროექტი გამოიფინება. როგორც არქიტექტორთა კავშირიდან იუწყებიან, ქართული არქიტექტურის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართული ისტორიული არქიტექტურული მემკვიდრეობის, ასევე თანამედროვე ქართული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშები.

მათივე ცნობით, საგამოფენო ნამუშევრების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა არქიტექტორებმაც.

გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს არქიტექტორთა კავშირია და ის საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

ქართველ არქიტექტორთა დელეგაციას ბერლინში საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე ხელმძღვანელობს. მსოფლიო არქიტექტურის ფესტივალი ბერლინის არენაზე 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.