ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4861 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4861 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4861 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4926 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6673 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6686 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.