უკრაინა და საქართველო სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმს ერთდროულად მიიღებენ

უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევა ერთდროულად, შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედებისთანავე, რომელზე შეთანხმებაც ახლა მიმდინარეობს. ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის სხდომაზე, რაც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საბჭო მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უკრაინისთვის ძალაში შევა მაშინვე, როდესაც ამოქმედდება შეჩერების შესახებ ახალი მექანიზმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ევრაპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამგვარად უკრაინა უვიზო რეჟიმს საქართველოსთან ერთად მიიღებს, რომელთან მიმართებაშიც ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე არსებობს.