ნარდევანი-ფარავანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-ფარავანი) კმ 94-კმ 110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი.