რა ღირს ბუნებრივი რეკლამა ამერიკულ გამოცემებში

სარეკლამო სააგენტო Relevance-ის თანადამფუძნებელმა ჩად პოლიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე Native Advertising Days სხვადასხვა ამერიკულ გამოცემებში ბუნებრივი რეკლამის ფასებზე ისაუბრა.

პოლიტის მიერ კონფერენციაზე წარმოდგენილი პრეზენტაციის ფოტო ინტერნეტში გავრცელდა. როგორც ფოტოზე ჩანს, გამოცემა The Huffington Post-ში ერთი დასპონსორებული სტატიის ფასი 40 ათას დოლარს აღწევს, „ბიზნეს ინსაიდერში“ - ბუნებრივი რეკლამის შემცველი სტატიის განთავსება 5 ათასი დოლარი ღირს, „ფორბსი“ კი რეკლამისდამკვეთებს სამთვიან პაკეტს 150 ათას დოლარად სთავაზობს, თუმცა დამკვეთს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით დასპონსორებული სტატიები გამოაქვეყნოს.

კომპანია IAB-ისა და ანალიტიკურ ცენტრ Edelman Berland-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მა მომხმარებელმა მიიღო, ბუნებრივ რეკლამას რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით, მომხმარებელთა უმრავლესობა უფრო საინტერესოდ მიიჩნევს და 25%-ით მეტჯერ აქცევს ყურადღებას, ვიდრე ტრადიციულ რეკლამას.

ამავე კვლევის მიხედვით, ბუნებრივი რეკლამიდან მიღებული შემოსავალი მედიაკომპანიების სარეკლამო შემოსავლების 11%-ია, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 25%-მდე გაიზრდება.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, მხოლოდ აშშ-ში 2017 წელს ბუნებრივი რეკლამის შემოსავალი 5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

bpn