”საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება “Welcome to Georgia“ გაიმართება

”საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება “Welcome to Georgia“ გაიმართება.

როგორც „საქართველოს ბანკი“ იუწყება, ამ საკითხთან დაკავშირებით ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში პრესკონფერენცია ხვალ გაიმართება. დაჯილდოების ოფიციალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“. პრესკონფერენციას დაესწრებიან: „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დეპარტამეტის უფროსი ზურა მასურაშვილი; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი მარინა ჩაიკა და „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი.

“Welcome to Georgia“-ს პროექტში, მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო. აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.