ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი

მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიორგი გახარია კვალიფიციური ეკონომისტია. როგორც პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. გიორგი გახარია მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე, 2013 წლიდან იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და პრემიერ-მინისტრის თანამშემწე ეკონომიკურ საკითხებში.