პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეკონომიკური წინსვლის კუთხით „თვისობრივი ცვლილებები“ მოხდება

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება , - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, როდესაც მედიას ახალ მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მთავრობის ფორმირება არის პრემიერის პრეროგატივა, მისი პასუხისმგებლობის თემა და კომპეტენცია.

"პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მოხდება თვისობრივი ცვლილებები იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ეკონომიკური წინსვლა და გაუმჯობესება, რაც ასე აწუხებს დღეს მოსახლეობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ აქცენტი გაკეთდება ამ კუთხით",- განაცხადა მიშველაძემ.