საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შოთა გვენეტაძეს და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა.როგორც  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, შეხვედრისას კანდიდატებმა პრეზიდენტს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული გეგმები და ხედვები გააცნეს.

კანდიდატურებთან შეხვედრისა და მათი დეტალურად განხილვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების, არჩილ მესტვირიშვილის, მურთაზ კიკორიას და რობერტ სინგლეტარის პარლამენტისათვის წარდგენასთან დაკავშირებით.