”ძირითადი გამოწვევები პირველ რიგში არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალებაა”

დღეის მდგომარეობით, ძირითადი გამოწვევა, პირველ რიგში, არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც სიაღარიბის დაძლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი საშუალებაა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ქუთაისში განაცხადა, სადაც დეპუატები მინისტრობის კანდიდატებს დღეს ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.

გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, უპასუხოს დეპუტატების შეკითხვებს. მისივე თქმით, ეს პროცედურა სწორედ იმიტომ არის, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდეს პოზიციების ან დაახლოება, ან დაფიქსირება. როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება, ეს არის ერთადერთი საშუალება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის.

„ჩვენ საკომიტეტო მოსმენებზეც ვისაუბრეთ, რომ დღეის მდგომარეობით ძირითადი გამოწვევები არის პირველ რიგში, სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რომელიც არის სიღარიბის დაძლევის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთადერთი საშუალება“, - განაცხადა გახარიამ.

დღეს, მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში, ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ. ხვალ კი პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს დაამტკიცებს.