ბექა ოდიშარია - ლარის კურსი „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნომერ პირველი საკითხია

„ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნომერ პირველი საკითხია, რათა მოხდეს ამ გამოწვევაზე რეაგირება , - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია მყისიერად, დიდწილად შეეხიდება ამ პროცესს და განაპირობებს ლარის გარკვეულ გამყარებას.

„ქართული ოცნების“ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნომერ პირველი საკითხია, რომ მოხდეს ამ გამოწვევაზე რეაგირება. ეს არის კომპლექსური საკითხი არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ რეგიონული კუთხითაც. ჩვენ ვერასდროს ამ ცოცხალ ორგანიზმს ვერ განვიხილავთ მხოლოდ ქართულ ჭრილში, ის ბუნებრივად მიბმულია სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესზე. „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდი ამაზე 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. პროგრამის ძირითადი აქცენტებიც გრძელვადიან პროცესში აქეთკენ არის მიმართული. მე მიმაჩნია, რომ ის პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია მყისიერად, დიდწილად შეეხიდება ამ პროცესს და განაპირობებს ლარის გარკვეულ გამყარებას“, - განაცხადა ოდიშარიამ.