გოაზე ნაღდი ფულით გადახდები 31 დეკემბრიდან იკრძალება

ინდოეთის შტატ გოას ადგილობრივი ხელისუფლება ნაღდი ფულით ყიდვის განხორციელების აკრძალვას გეგმავს.

შტატის წარმომადგენლის რაჯეშ შრივასტავას განცხადებით, აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან შევა.

ახალი წესის თანახმად, შტატის მცხოვრებლები შენაძენს ტელეფონის ღილაკზე დაჭერით განხორციელებენ. შრივასტავას განცხადებით, აკრძალვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჯიბის ქურდების წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, ახალი წესის ამოქმედების შეეგად სავარაუდოდ შტატის ტერიტორიაზე ჯიბის ქურდობა მოისპობა.

შენაძენის განსახორციელება მომხმარებლებს არა მხოლოდ სმარტფონებიდან, არამედ ჩვეულებრივი ტელეფონებითაც შეეძლებათ.

ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის მიზნით ინდოეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ ხმარებიდან ამოიღო 500 და 1000 რუპის ბანკნოტები.