სოზარ სუბარი - ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას

როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი , - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა PALITRANEWS-ის გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა განმარტა, როდესაც ლარის დევალვაციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია რეგიონში არსებული სიტუაციაც განვიხილოთ. მისივე თქმით, რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით.

”როდესაც ლარის კურსზე ვლაპარაკობთ, ჩემთვისაც მტკივნეულია, რადგან ისევე, როგორც ჩვენს მოქალაქეებს, მეც დოლარში მაქვს გამოტანილი სესხი. მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც სესხი არ აქვთ და ჩვეულებრივ იღებენ რაღაც რაოდენობის ხელფასს, ინფლაციის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ გრძნობენ ლარის გაუფასურებას, რადგან ფასები ლარში იგივეა, რაც იყო.

მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთი ლარი ერთი თურქული ლირის ტოლფასი იყო დაახლოებით. დღეს დოლართან მიმართებაში ერთი დოლარით დაახლოებით 3 ლირას იყიდი. იგივე მოხდა რეგიონში, რადგანაც ყველგან ისე გაუფასურდა ვალუტა.

რომ არ მომხდარიყო ლარის დევალვაცია, იმდენად იაფი იქნებოდა თურქული, რუსული თუ უკრაინული პროდუქცია, რომ საქართველოს ბაზარზე არ დარჩებოდა ქართული პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვიყიდდით. ქათამი, კვერცხი, კარტოფილი თუ წყალი, ეს ყველაფერი საქართველოში გაიყიდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.