ზაქარია ქუცნაშვილი - თუ თქვენ დადიხართ შიდაწვის ძრავით და ამ შიდაწვის ძრავას სჭირდება ბენზინი, ფასის მომატების შემთხვევაში, მოიმატებს ღირებულება

თუ თქვენ დადიხართ შიდაწვის ძრავით და ამ შიდაწვის ძრავას სჭირდება ბენზინი, რა თქმა უნდა, ფასის მომატების შემთხვევაში, მოიმატებს ღირებულება, - განაცხადა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მთავრობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით.როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ ოთხპროცენტიანი შეღავათის შემთხვევაში საწავავზე ფასების ზრდა გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე.

,,თუ თქვენ დადიხართ შიდაწვის ძრავით და ამ შიდაწვის ძრავას სჭირდება ბენზინი, რა თქმა უნდა, ფასის მომატების შემთხვევაში მოიმატებს ღირებულება. თუ თქვენ ჰიბრიდული მანქანით დადიხართ , ამ შემთხევაში, პირიქით დაიკლებს. თუ თქვენ ელექტრომანქანით დადიხართ, საერთოდ არაფერს არ გადაიხდით. მოლოდინი ფასების მომატების სწორია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში საავტომობილო ბაზარზე დეფიციტი არ არის. კომპონენტი საწვავზე ფასის გაზრდისა ვერ მოახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასზე მოგების გადასახადის გაუქმების გამო. ოთხ პროცენტიანი შეღავათი რაც წარმოეშვება ნებისმიერი ბიზმენის მწარმოებელს, იმდენად სერიოზული შეღავათია, რომ რამდენიმე თეთრით საწვავზე ფასის მატება გავლენას ვერ მოახდენს ფასწარმოქმნაზე. თუ რა თქმა უნდა, პატიოსან მეწარმესთან გვაქვა საქმე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.