“ჩემმა ნაცნობმა გირაოში სახლი ჩადო და "ტოიოტა პრადო" იყიდა"

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას,  რომ 2015 წლის 1 იანვრამდე დოლარში აღებული იპოთეკური სესხის კონვერტაცია მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

ოპოზიციონერი დეპუტატის პოსტს "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემმა ნაცნობმა ჩადო გირაოში სახლი და ბანკისგან ისესხა 50 ათასი დოლარი. იყიდა ტოიოტა პრადო. მას დასაბრუნებელი აქვს 1$=2,5 ლ. კურსით 125 ათასი ლარის ეკვივალენტი თანხა დოლარებში. მთავრობა ეუბნება, რადგან ლარი გაუფასურდა, 1$=2,3ლ. კურსის შესაბამისი თანხა დაუბრუნე ბანკსო, ანუ 115 ათასი ლარიო.

-კი მაგრამ, 10 ათასით ნაკლებს ბანკი როგორ მიიღებსო?

-მაგაზე ნუ იდარდებ, მე დაგიფარავ ბიუჯეტიდან ამ სხვაობასო.

-გმადლობთ მთავრობავო, ეუბნება გახარებული ჩემი ნაცნობი (ისე, საღ ჭკუაზე თუ არის ეს მთავრობაო, გაიფიქრებს გულში).

მიუხვდება მთავრობა.

-თვითონ არა ხარ საღ ჭკუაზე, ჩემგან რა მიდისო-გულშივე გაიფიქრებს ისიც.

იმ მთავრობას ჩინოვნიკი ჰქვია.

ჩინოვნიკს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან თავმჯდომარე.

თავმჯდომარე იყოს. ასე სჯობია.

”იჯდება და იჯდეს რაო”!

თავზედაო!:(" - წერს გოცირიძე