პეტერბურგული სანაყინეების ქსელი ქართულ ბაზარზე შემოდის

სანკტ-პეტერბურგში მოქმედი კაფე-სანაყინეების ქსელი Galateria Plombir ქართულ ბაზარზე შემოდის. პირველი კაფე თბილისში დეკემბრის ბოლოს გაიხსნება.

რუსული მედიის ინფორმაციით, კომპანიის დამფუძნებლის ევგენი დრაის განცხადებით, საქართველოში ადგილობრივი პარტნიორის მოძიება რთული არ ყოფილა როიალთის არარსებობისა და ბიზნესში შესვლის შედარებით დაბალი ღირებულების გამო.

მისივე თქმით, საწყისი ხარჯების თანხამ 5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, „ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია“.

„ქართული ლარისა და ყაზახური ტენგეს სერიოზული დევალვაციის პირობებში, რუსული ფრანშიზა უფრო მიმზიდველი გახდა“, - აღნიშნა ევგენი დრაიმ.

მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა ბევრად განსხვავდება რუსეთისგან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე