ქართული სამზარეულო და ღვინო კიევის საქველმოქმედო ბაზრობაზე იყო წარმოდგენელი

უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომპლექსში, კიევის საერთაშორისო ქალთა კლუბის ეგიდით 24-ე ყოველწლიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა. როგორც  უკრაინაში საქართველოს საელჩოდან იუწყებიან, საქველმოქმედო ბაზრობის ფარგლებში, უკრაინაში აკრედიტებულმა საელჩოებმა და კომპანიებმა ორგანიზება გაუკეთეს თავისი პროდუქციის გამოფენასა და გაყიდვას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ეროვნული სამზარეულო, ღვინისა და სასმელების პროდუქცია.

”კულტურული ცენტრის „იბერიელი“ ცეკვის ანსამბლმა გააცნო თავისი ხელოვნება სტუმრებს. ქართულმა პავილიონმა დიდი მოწონება დაიმსახურა”, - აცხადებენ საელჩოში.

ბაზრობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ.