წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ფრანგული კომპანია SUEZ-ის რეგიონული ფილიალის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ესწრებოდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ თვალსაზრისით ერთმანეთს საკუთარი ხედვა გააცნეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია SUEZ დიდი გამოცდილება აქვს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში და ამ კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

მოსახლეობის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს რეგიონებში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად მობილიზებულია დიდი რაოდენობით ფინანსები, ყოველივე ამის ფონზე სამუშაოების კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით შესასრულებლად სამინისტრო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად ინტენსიურად მუშაობს. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.