რეგიონული განვითარების მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრას მინისტრთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ესწრებოდნენ.

”მხარეებმა განიხილეს იმ საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, დასახეს გეგმები, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ”, - აცხადებენ სამინისტროში.