"2012 წელს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა „ნაცმოძრაობას“ 415 000 ლარი შესწირეს"

2012 წელს ფარმაცევტულ კომპანიებთან დაკავშირებულმა პირებმა სახელისუფლებო პარტიას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანობაში 415 000 ლარი შესწირეს, მსგავსი შემთხვევები 2012 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა , - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც ფარმაცევტული კომპანიების ბაზარს ეხებოდა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის 25 ივლისს, პსპ-ს წილის მმართველმა ვაჟა ოქრიაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა; „ავერსის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფურცელაძემ ასევე 2012 წელს აღნიშნულ პარტიას 50 000 ლარი შესწირა, პაატა კურტანიძემ - 60 000, მალხაზ კურტანიძემ - 60 000 ლარი, დიმიტრი ჯორბენაძემ - 40 000 ლარი, ხოლო ალექსანდრე ჯანაშიამ - 5 000 ლარი; „ჯიპისი ფარმას“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგიამ 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 000 ლარი შესწირა, ხოლო დავით კილაძემ - 30 000 ლარი; გლობალ ფარმის წარმომადგენელმა რობერტ ელოიძემ 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 50 000 ლარი შესწირა.