ნოდარ ხადური - პირობას გაძლევთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლას მალე დავასრულებთ

პირობას გაძლევთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაციის შესწავლას მალე დავასრულებთ , - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან თემაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს სწრაფად, რათა არ მოხდეს ბიზნესისთვის ხელის შეშლა.

”ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული საკითხი შემოსულია. ჩვენ უნდა შევისწავლოთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი არც თუ ისე პატარა კომპანია ყიდულობს და ერთიანდება მეორესთან, რაც ბაზარზე რეალურად გამოიწვევს გამსხვილებას, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მალე დავასრულებთ შესწავლას, რათა ერთი მხრივ, ხელი არ შეეშალოს პროცესს და მეორე მხრივ, ხელი არ შეეშალოს ბიზნესაგენტების ფუნქციონირებას, რომლებიც არ შედიან არცერთ გაერთიანებაში”, - განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხადურმა.

არსებული ინფორმაციით, სამედიცინო კორპორაცია ”ევექსი” ფარმაცევტულ კომპანია ”ფარმადეპოს” ყიდულობს. ასევე ”ევექსმა” უკვე იყიდა ფარმაცევტული კომპანია ”ჯი პი სი”.