10 ყველაზე განხილვადი თემა „ფეისბუქზე“

სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ 1.8 მილიარდი მომხმარებლის მიერ 1 იანვრიდან 27 ნოემბრამდე დაწერილი პოსტების ანალიზის ფონზე ყველაზე განხილვადი თემების ათეული შეადგინა.

„ფეისბუქის“ მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მომხმარებელთა შორის ყველაზე განხილვადი თემა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელსაც ბრაზილიის პოლიტიკური პერიპეტიები და თამაში ”პოკემონ გოუ” მოსდევს. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ მოძრაობა „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნები.

იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში „ფეისბუქის“ მომხმარებლებმა ასევე ყველაზე დიდი დრო დაუთმეს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების, ბრექსიტის, ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალის ”სუპერ ბოულის“, დევიდ ბოუისა და მუჰამედ ალის გარდაცვალების შესახებ თემების განხილვას.