Samsung Galaxy S8-ს „მთლიანი ეკრანი” ექნება

Samsung Galaxy S8-სთან დაკავშირებით ამ ბოლო დროს არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის საუბარია, რომ მას ექნება დიდი 4K ეკრანი და არ ექნება ყურსასმენების ბუდე.

"ბლუმბერგი" სანდო წყაროზე დაყრნობით იტყობინება, რომ "სამსუნგის" ახალ სმარტფონს მთლიანი ეკრანი ექნება, ხოლო home ღილაკი ვირტუალურად იქნება ”ჩამონტაჟებული” OLED ეკრანში. სხვა დამატებითი დეტალები სმარტფონის ტექნიკურ მონაცემებზე ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ცნობილი ხდება, რომ Galaxy S8 მომავალი წლის მარტში ან აპრილში გამოვა.

მთლიანი ეკრანის მსგავსი ინოვაცია  უკვე გამოიყენა ჩინურმა კომპანიამ Xiaomi-მ მოდელზე Mi Mix. ანალოგიური დიზაინით ჯერ კიდევ 2014 წელს იაპონურმა ბრენდმა Sharp-მა მოდელი Aquos Crystal გამოუშვა.

ოქტომბერში "სამსუნგმა" განაცხადა, რომ წყვეტს Galaxy Note 7-ის წარმოებას. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი მობილური აპარატის აფეთქების ხშირი შემთხვევები იყო.

Galaxy Note 7-ი გაყიდვები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. მალევე გავრცელდა ინფორმაცია მობილურ აპარატებში არსებული დეფექტის შესახებ, რომელიც აპარატის ბატარეის აფეთქებას იწვევს.

კოკა კვირკველია