შემოსავლების სამსახური 12 დეკემბრიდან გადასახადის გადამხდელებს ელექტრონული სერვისებით სარგებლობის გამარტივებულ ფორმას სთავაზობს

შემოსავლების სამსახური 12 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით სარგებლობის (პირველადი რეგისტრაციის) გამარტივებულ ფორმას სთავაზობს. როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, მას შემდეგ, რაც იუსტიციის სახლში რეგისტრაციისას (ბიზნესის პირველადი რეგისტრაცია) გადამხდელი მიუთითებს საკუთარ აქტიურ ელექტრონული ფოსტის მისამართს, გადამხდელს შესაძლებლობა ექნება შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში ვიზიტის გარეშე ისარგებლოს, ელექტრონული სერვისებით.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, გადამხდელი მიიღებს შეტყობინებას და მისთვის გენერირებულ უნიკალურ ბმულს. რეგისტრაცის პროცესის დასასრულებლად, გადასახადის გადამხდელი, ბმულის საშუალებით ავსებს ელექტრონულ ფორმას და შემდგომ ახორციელებს ავტორიზაციას ელექტრონული სერვისების გვერდზე.