2017 წლის პესიმისტური პროგნოზები

პროტესტების ტალღა ამერიკაში, ბირთვული კრიზისი ჩრდილოეთ კორეაში, ანგელა მერკელის მარცხი გერმანიაში - „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსები 2017 წლის იმ მოვლენებს ვარაუდობენ, რომელიც მომავალ წელს შესაძლოა ყველაზე აქტუალური თემა იყოს სოციალურ ქსელებში.

ტრამპი

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში პროტესტის ახალი ტალღა დაიწყება. მიზეზი კი მისი განკარგულებები გახდება, რომლებიც ბარაკ ობამას მემკვიდრეობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ტრამპის წინააღმდეგ მოძრაობაში გაერთიანდებიან უნივერსიტეტის სტუდენტები, მოძრაობა „შავთა სიცოცხლე ფასეულია“ აქტივისტები, Occupy Wall Street-ის აქციის ყოფილი მონაწილეები და ანარქისტები. ტრამპი სასწრაფო აკრძალვებს დააწესებს და ზოგ ქალაქში კომენდანტის საათსაც კი გამოაცხადებს.

ტრამპის ოპოზიციონერების ცენტრი კალიფორნია გახდება. ოპოზიციური მოძრაობის სავარაუდო დასახელება Calexit იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას კალიფორნიელი მილიარდელები - ილონ მასკი და შერილ სენდბერგი ჩაუდგებიან სათავეში.

ამერიკის მმართველი სისტემა დაიყოფა. რესპუბლიკური პარტია გაიყოფა კონგრესად და ტრამპის თეთრი სახლის ჯგუფად.

ბანკების, ფოლადის საწარმოების და უსაფრთხოების კომპანიების აქციები ტრამპის ერის დასაწყისში აღზევდებიან. თუმცა Google-ის, Facebook-ისა და Apple-ის აქციები დიდ დარტყმას მიიღებენ, რადგან ტრამპსა და კალიფორნიელ მილიარდელებს შორის ურთიერთობა დაიძაბება.

იალტა2.0

ტრამპის იზოლაცია და პუტინის აგრესია ანგელა მერკელს რთული არჩევანის წინაშე დააყენებს - სათავეში ჩაუდგეს ევროპის სამხედრო დაპირისპირებას რუსეთთან თუ გაითვალისწინოს ტრამპის რჩევა და ვლადიმერ პუტინთან წავიდეს გრანდიოზულ გარიგებაზე - გახდეს რუსეთის მმართველის პარტნიორი აღმოსავლეთ ევროპაზე კონტროლის დამყარებაში.

პუტინისთვის რუსეთის პრესტიჟი აღდგენილი იქნება საბჭოთა კავშირის დაშლიდან 26 წლის შემდეგ. საპრეზიდენტო ვადის დასასრულთან მიახლოებისთანავე ის ღიად დაიწყებს საუბარს პენსიაზე გასვლის შესახებ.

რუბლის კურსი აიწევს მას შემდეგ, რაც რუსეთი საერთო გლობალურ ჩარჩოებში დაბრუნდება.

ჩინეთ-ამერიკის ეკონომიკური ომი

#მოკუნტულიჩინეთი - დაწერს ტრამპი ”ტვიტერზე” საკუთარი ინაუგურაციის დღეს. ის ჩინეთს ვალუტის მანიპულატორს უწოდებს და ჩინური პროდუქციის იმპორტზე ძალიან მაღალი ტარიფების დაწესებას აპირებს.

ჩინეთმა ამერიკისთვის სამაგიეროს გადახდა იანის დევალვაციით სცადა. მან გააუქმა საჰაერო ხომალდების შეკვეთა და აკრძალა აიფონის გაყიდვა.

ჩინეთში თანამედროვეობის ყველაზე დიდი რეცესია დაიწყება.

ქაოსი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

ტრამპი პრეზიდენტობის პირველ თვეებს იმაზე ფიქრში გაატარებს, თუ როგორ გააგრძელოს ურთიერთობა მსოფლიოსთან. თავდაპირველად, ის ეჭვქვეშ დააყენებს ამერიკის ნატო-ში წევრობას, შემდეგ კი - გაეროში.

საუდის არაბეთი და იაპონია ამერიკის ატომური ”ქოლგის” ქვეშ ვერ მოხვდებიან. ამიტომაც ისინი საკუთარ ატომურ მარაგებზე დაიწყებენ ზრუნვას.

მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება. ის ჩაატარებს რეფერნდუმს ევროკავშირის დატოვების შესახებ.

იტალიაში კომიკოსი ბეპე გრილოს “5-ვარსკვლავის მოძრაობა“ მოვა ხელისუფლებაში და დაუყოვნებლივ ჩაატარებს რეფენდუმს ლირას აღდგენის შესახებ.

ანგელა მერკელი არჩევნებს წააგებს.

საბერძნეთში კვლავ იქნება აფეთქებები და ქვეყანა ამჯერად დახმარებას ვერ მიიღებს.

ევრო კოლაფსს განიცდის, რადგან პოლიტიკური დამხარება, რომელსაც ის კრიზის შემდეგ იღებდა, დამთავრდება.

აღმოსავლეთ ევროპაში ახალი მემარჯვენე - ჩეხეთის რესპუბლიკა რუსეთთან თბილი ურთიერთობების დამყარებას ცდილობს და პლებისციტს ატარებს ნატოს წევრობის შესახებ. Frexit-ის შედეგად, უპასპორტო შენგენის არე დაიყოფა.

ჰაკერები

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერები პანიკას გამოიწვევენ, როცა ისინი კრიტიკულ ინფრასტუქტურაზე განახორციელებენ თავდასხმას. მათ შორის იქნება ელექტრო სადგურები, სამედიცინო პუნქტები და თვითმართვადი მანქანები.

ტექნოლოგიური კომპანიების აქციები შემცირდება.

კუბა

რეგიონული მოკავშირეების - ბრაზილიისა და ვენესუელას ფინანსური კრიზისის ფონზე, კუბა ყურადღებას კვლავ ორი მთავარი მოთამაშისკენ - რუსეთისა და ჩინეთისკენ მიმართავს.

პრეზიდენტი რაულ კასტრო რუსეთს საშუალებას მისცემს, ჰავანაში კვლავ გახსნას ინტელექტუალური ბაზა.

მექსიკა

მექსიკაში ღრმა რეცესია დაიწყება და დაკარგავს რეიტინგს, როგორც საინვესტიციო ქვეყანა.

ამერიკიდან მასობრივი დეპორტაცია დაიწყება.

პესო დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს, რაც ქვეყანაში ინფლაციას გაზრდის.

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში გადატრიალების შემდეგ ქვეყნის სათავეში ახალი სამეფო ოჯახი მოვა, რომელიც შეაჩერებს რეფორმების გატარებას.

ტრამპი გადაწყვეტს, რომ ახლო აღმოსავლეთი ამერიკის პრობლემა აღარაა. დაპირისპირება საუდის არაბეთსა და ირანს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზრდება.

ნავათობის ფასის ზრდა, ინვესტორების ქვეყნიდან გაქცევა და ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს პრივატიზების გეგმები კატასტროფას გამოიწვევს. რეზერვების ამოწურვის შემდეგ საუდის არაბეთი ეროვნული ვალუტის დევალვაციას მოახდენს და რეგიონის სხვა ქვეყნებსაც იგივეს აიძულებს.

ასევე იხილეთ: 2016 წლის პესიმისტური პროგნოზები

ნანა მღებრიშვილი