ვის რამდენით გაეზარდა ხელფასი 2016 წელს საქართველოში

საქართველოში დაქირავებულთა საშუალო ხელფასი 900-დან 1 000 ლარამდე მერყეობს.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სფეროშია. შემდეგ მოყვება სახელმწიფო მმართველობა და მშენებლობა. ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროები კი სოფლის მეურნეობა- ნადირობა - სატყეო მეურნეობა და განათლებაა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თევზჭერა - მეთევზეობაში დაფიქსირდა. 2016 წლის მეორე კვარტალში სექტორის საშუალო თვიური ანაზღაურება იყო 907 ლარი. 2015 წლის მეორე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 535 ლარს შეადგენდა.

ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო ზრდა განიცადა დამამუშავებელმა მრეწველობამ. 2015 წლის მეორე კვარტალში ანაზღაურება 806 ლარი იყო. 2016 წლის მეორე კვარტალში კი 820 ლარი გახდა.

ასევე უმნიშვნელოდ გაიზარდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება. 2016 წლის მეორე კვარტალში მათი ხელფასი - 1245 ლარი, 2015 წლის მეორე კვარტალში კი 1240 ლარი დაფიქსირდა. იხილეთ გაგრძელება