პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხარჯების შემცირებას არ გეგმავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი არის ოპტიმალური და მაქსიმალურად მორგებულია ადმინისტრაციის საჭიროებებზე , - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ სამშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, მთავრობის მსგავსად, ხომ არ გეგმავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვას.

როგორც მიშველაძემ განმარტა, ოპტომიზაცია ხდება იმ დაწესებულებებში და უწყებებში, სადაც არსებობს ამის საჭიროება და აუცილებლობა.

”აქ კი ყველა თანამშრომელი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას”, - განაცხადა მიშველაძემ.