გაკეთებული გვაქვს ანალიზი და შესაბამისად ვიცით კონკრეტულად, კონკრეტული აქციზის შემთხვევაში, რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ელენე ხოშტარიას შეკითხვას, იცი თუ არა, რომ აქციზის ზრდა აწვება ეკონომიკას.
”ქალბატონმა ელენემ ასევე პათეტიკური შეკითხვა დამისვა და მკითხა, ვიცი თუ არა, რომ აქციზის ზრდა ასევე აწვება ეკონომიკას.
მინდა მოგახსენოთ ქალბატონო ელენე, რომ გაკეთებული გვაქვს ანალიზი და შესაბამისად ვიცით კონკრეტულად, კონკრეტული აქციზის შემთხვევაში რა ზეგავლენას მოახდენს გადაწყვეტილებები.
ეს შესაბამის განმარტებით ბარათშიც არის. თუ იქ კონკრეტულ რიცხვებთან გაქვთ შეკითხვა, სპეციალისტების დონეზე შესაძლებელია უბრალოდ ვიმსჯელოთ ეს რიცხვი როგორია ან სხვა რიცხვი როგორია. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გათვლები არის გაკეთებული”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.