დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ბიუჯეტი სრულად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც საარჩევნო პერიოდში გვქონდა

დღეს ჩვენი ბიუჯეტი სრულად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც გვქონდა ჩვენ საარჩევნო პერიოდში, რა პრიორიტეტებითაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ, ბიუჯეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„თქვენ პოლიტიკოსები ბრძანდებით და როდესაც პოლიტიკაში ისახავ მიზანს, როდესაც ამ მიზნის გჯერა და მე ამ მიზნის მჯერა გულწრფელად, შესაბამისად, ეს მიზნები შემდგომ აისახება უკვე თქვენს საარჩევნო პროგრამაში და შემდეგ საარჩევნო პროგრამიდან გადადის უკვე ბიუჯეტში. დღეს ჩვენი ბიუჯეტი სრულად ასახავს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც გვქონდა ჩვენ საარჩევნო პერიოდში, რა პრიორიტეტებითაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში და შესაბამისად, სწორედ ეს პრიორიტეტები ამ ქვეყანაში შექმნის ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს, მე ამის გულწრფელად მჯერა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.