მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ F-35 გამანადგურებლის პროგრამის ღირებულება გადაჭარბებულად შეაფასა, კომპანია Lockheed Martin-ის ღირებულება 4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.
„F-35-ის პროგრამა და ხარჯები კონტროლიდან გამოვიდა. 20 იანვრის შემდეგ მილიარდობით დოლარი უნდა დაიზოგოს და დაიზოგება კიდეც სამხედრო შესყიდვებზე“, - დაწერა „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ტვიტიდან ორ საათში კომპანია Lockheed Martin-ის ღირებულება 4 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა.