ანგელა მერკელი - რუსეთის მიმართ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს

რუსეთის მიმართ უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო ეკონომიკური სანქციები უნდა გახანგრძლივდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

მის პოზიციას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, რის თაობაზეც სააგენტო Reuters-ი წერს.

„საჭირო იქნება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება, თუმცა ჩვენ ვისურვებდით მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციის უკეთეს პროგრესს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა ბერლინში, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის დაწყებამდე.

თავის მხრივ, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ „სანამ მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში პროგრესი არ იქნება, სანქციები ძალაში დარჩება“.