2017 წელს ინტერნეტ რეკლამის წილი რეკლამაში გადახდილი ყოველი დოლარის 77% იქნება

მომავალ წელს ინტერნეტ რეკლამა მსოფლიო სარეკლამო ბაზრის წამყვან სეგმენტად დარჩება.

კომპანია GroupM-ის პროგნოზის თანახმად, თუ წელს ინტერნეტ რეკლამის წილი რეკლამაში გადახდილი ყოველი დოლარის 72%-ს შეადგენს, 2017 წელს ეს ციფრი 77%-მდე გაიზრდება.

ამავე პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს სატელევიზიო რეკლამის წილი რეკლამაში გადახდილი ყოველი დოლარის 21 ცენტრია, 2017 წელს კი 17 ცენტი იქნება.

პროგნოზის თანახმად, 2016 წელს ინტერნეტ რეკლამას მსოფლიო სარეკლამო ბაზრის 31% ეკავა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 33%-მდე გაიზრდება. რაც შეეხება სატელევიზიო რეკლამას, რეკლამის ეს სფერო კვლავ უმსხვილესი იქნება და რეკლამაზე დანახარჯების 42% სწორედ სატელევიზიო რეკლამაზე მოდის, თუმცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 41%-მდე შემცირდება.

GroupM-ის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით რეკლამაზე დანახარჯები 2016 წელთან შედარებით, მომდევნო წელს 4,4%-ით გაიზრდება და 547 მილიარდ დოლარს შეადგენს. წელს ეს მაჩვენებელი 524 მილიარდი დოლარია.

კომპანიის ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდოეთის ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი იქნება, რომელსაც ბრაზილია მოსდევს.