მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს.როგორც პარლამენტში უმცირესობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები არ იქნება რადიკალური და ის ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას.
,,ეს გულისხმობს მინიმალურ ცვლილებას, რომელიც დღეს არსებულ ეკონომიკურ სიტუაცას გამოასწორებს. შეთავაზების მიხედვით, არ უნდა არ გაიზარდოს აქციზები. უნდა შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი ორი პროცენტით, ასევე, უნდა შემცირდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და დეფიციტი“, - განაცხადა ზურაბ ჭაბერაშვილმა.