მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების კუთხით ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. როგორც ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა, მოსალოდნელია ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში, რომელიც შესყიდვების ორსაფეხურიანი სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.
”ეს პირველ საფეხურში ითვალისწინებს ხარისხისა და შესაბამისობის შემოწმებას, ხოლო მეორე საფუხურში ფასით შეჯიბრებითობას. ამ მიმართულებით სიახლეები გვექნება. ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით, რისკენაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
უმრავლესობის სხდომაზე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი განიხილეს.