მოსაზრება, რომ რესტორნებში ავკრძალავთ თამბაქოს და მოიკლებს ტურიზმი, ვფიქრობ, ლეგენდაა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტურისტების რაოდენობას შემცირება არ ემუქრება, ხოლო თამბაქოსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები მათ მომხმარებელთა კომფორტზეა მორგებული.
”ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უნდა აიკრძალოს. როდესაც ეკონომიკის მინისტრი ვიყავი, ვმუშაობდი პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე და ვფიქრობ, რომ ეს კანონი უკვე შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსა და პარლამენტს შორის. მოსაზრება, რომ რესტორნებში ავკრძალავთ თამბაქოს და მოიკლებს ტურიზმი, ვფიქრობ ლეგენდაა. არაფერი იკლებს, განსაკუთრებით მიზნობრივ ბაზრებზე გადასვლის შემდეგ საქართველოში მეტი ტურისტი ჩამოვა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.