პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია.
როგორც ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2017 წლის ბიუჯეტით ლარის დევალვაციაზე საუბარი დასრულდება.
"ეს ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია, იმისათვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ თემებზე, რასაც ლარის დევალვაცია ჰქვია, საერთოდ აღარ გვქონდეს ლაპარაკი. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ”, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.