თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანია იუწყება, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
მათივე განმარტებით, ამ მომენტისთვის მგზავრთა გადაყვანა არ ხდება ვარკეთილი, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებიდან.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.
ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.
მათი განცხადებით, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები „ახმეტელიდან“ „300 არაგველამდე“ მოძრაობენ.