სერგო რატიანი - პარტიაში თავს ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ

,,პარტიაში თავს ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ“, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა ჟრნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ცენტრალური ოფისი ბევრად უფრო მეტად უნდა შემცირდეს და მეტი ყურადღება რეგიონებზე უნდა გამახვილდეს.

,,ჩვენ რაც შეიძლება მეტად უნდა შევამციროთ ცენტრალური ოფისი და რაც შეიძლება მეტი უნდა დავუტოვოთ რეგიონებს. ჩემი პასუხი სრულიად ცალსახაა. ყველამ იცის მე მგონი, რომ პარტიას შემცირებული აქვს გადასახადები რადიკალურად და ბუნებრივია, ჩვენ რაღაცით უნდა ვუპასუხოთ ამას. როცა ხდება შემცირება, ხდება მარტივი მიზეზით. როდესაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ორივეგან ფუნქცია, ცენტრალურ და რეგიონულ ოფისში, ამის ფუფუნების უფლებას დღეს თავს ვერ მივცემთ“, - განაცადა სერგო რატიანმა.

ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი „შემცირებაში მოაყოლა“. თაქთაქიშვილი ფიქრობს, რომ ეს პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით მათი განსხვავებული აზრის გამო მოხდა.