ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მძღოლები ხელისუფლებას აქციზის მატების გადაწყვეტილების გაუქმებას თხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს პროცესი თავისთავად გამოიწვევს საწვავზე ფასების მატებას, ავტომობილების ფასების გაზრდას და შესაბამისად, პროდუქტებზე ფასების მომატებასაც.
აქციის მონაწილეების განმარტებით, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ და საავტომობილო გზებს გადაკეტავენ.