ნავთობზე ფასის ზრდის საპროტესტოდ ბათუმში აქცია გაიმართა. აქციაში მძღოლები, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციის მონაწილეებმა მთავრობას შექმნილ ვითარებაზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
„ნავთობზე, მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა. ვთხოვთ, მთავრობას და კომპეტენტურ ორგანოებს, შეიმუშავონ კონკრეტული გეგმა, რადგან მძღოლებს შეღავათი გვქონდეს. ამას ემატება ისიც, რომ გავრცელდა ინფორმაცია ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის შესახებაც“,- განაცხადა აქციის მონაწილე ზვიად დიასამიძემ.
აქციის მონაწილეებმა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების ტარიფის გაზრდაც გააპროტესტეს.
„ბათუმმა დღეს სოლიდარობა გამოუცხადა სხვა დანარჩენ ქალაქებში იმ ადამიანებს, ვინც ამ ვითარებას აპროტესტებს“, - აღნიშნა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.