მამუკა მდინარაძე - დოლართან მიმართებაში ევროც კი გაუფასურდა

ჩვენ მზად ვართ, რომ გამოწვევების წინაშე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველო მართლაც გავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ლარზე საუბრისას განაცხადა. მან 2010 წლის ამავე პერიოდის მონაცემები დღევანდელ მონაცემებს შეადარა და აღნიშნა, რომ დოლართან მიმართებაში ევროც კი გაუფასურდა.

”მე მინდა მონაცემები, რომლებიც ყველასთვის ცნობილია, 2010 წლის ამავე პერიოდს შევადაროთ, ამერიკული დოლარი აზერბაიჯანულ მანეთთან მიმართებაში 0,8 იყო, დღეს არის 1,77. დოლართან მიმართებაში თურქული ლირა 1,52 იყო, დღეს 3, 48 არის. სომხური დრამი იყო 359 სხვა მონაცემებით - 373, დღეს კი - 484, 9, რუსული რუბლი 30 იყო და დღეს- 60. უკრაინული გრივნა-დღეს არის 26,2. ევროც კი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში 0, 75 იყო, ხოლო ახლა - 0,92 და ლარი 1, 76 იყო და დღეს არის -2,55. ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ რეალობას, ჩვენ ვხედავთ გამოწვევებს და მზად ვართ, რომ ამ გამოწვევების წინაშე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველო მართლაც გავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და ჩვენ გამოწვევებს ადექვატურად ვუპასუხოთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.