საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მთავრობის ე.წ. ლარიზაციის გეგმას ცინიზმს უწოდებს.დოლარში აღებული კრედიტების ლარში გადაყვანის სამთავრობო ინიციატივა ნადირაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას გააკრიტიკა.
”თქვენ შემოგვთავაზეთ, რომ სესხები დოლარიდან გადავიდეს ლარში. გიორგი კვირიკაშვილს, კახი კალაძეს, მიხეილ ჯანელიძეს, სოზარ სუბარს, ალექსანდრე ჯეჯელავას, ტარიელ ხეჩიკაშვილს, თეა წულუკიანს, ვიქტორ დოლიძეს - ამ ადამიანებს ყველას აქვს კრედიტი. ამ ადამიანების ვალები დოლარიდან ლარში უნდა გადავიდეს და ჩვენ უნდა დავფაროთ ის განსხვავება, რომელიც არსებობს. ნორმალურია, ადამიანები, რომლებიც თავისი შვილებისთვის პურს ვერ ყიდულობენ, გიორგი კვირიკაშვილის და ქუმსიშვილის ვალებს იხდიდნენ?!”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.