პრემიერ კვირიკაშვილის მიერ ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი ინიციატივები, ქართული სახელმწიფოს გაძლიერებასა და წინსვლას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროეტი განიხილება.
კოვზანაძემ დეპუტატებს მოუწოდა მხარი დაუჭირონ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. ”2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ითვალისწინებს იმ რეალობებას და გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში და მის ირგვლივ ყალიბდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივები, რომელიც წარმოდგენილია ბიუჯეტის პროექტში, ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და მის წინსვლას ეკონომიკურად, ფინანსურად, ინსტიტუციურად და უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და დინამიური განვითარება, აგრეთვე მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ 2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას“, - განაცხადა კოვზანაძემ.