2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გახლავთ ფისკალურ მდგრადობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი პარლამენტის მიერ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტი პირდაპირ ასახავს მთავრობის იმ ნაბიჯებს, რომელსაც დგამს.
„2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გახლავთ ფისკალურ მდგრადობაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული. მოგეხსენებათ, თუ რამხელა განხილვა და განსჯა მიმდინარეობს ქვეყანაში, ჩვენს მიერ წარმოდგენილი განვითარების გეგმის, ქვეყნის ბიუჯეტის თაობაზე, რომელიც პირდაპირ ასახავს იმ მიზნებსა და ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ვდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.