აპრილის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ უვიზო მიმოსვლას , - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა განუცხადა. მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები.
ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში შეთანხმებული ტექსტი მზად 7 აპრილს იქნება, 15 აპრილს კი, გადაწყვეტილება შესაძლოა, ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდეს. მამიკინსის განცხადებით, საქართველოს საკითხზე კენჭისყრა იანვარ-თებერვლის თვეში გაიმართება.
”დარჩენილია ტექნიკური საკითხები. როგორც ჩანს, საქართველოზე გადაწყვეტილების შეთანხმებული ტექსტი შეთანხმებული იქნება 7 აპრილს, 15 აპრილს გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში. აპრილის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ უვიზო მიმოსვლას. რაც შეეხება კენჭისყრას, იანვარში ან თებერვალში გაიმართება. ამის შემდეგ მიღებული ტექსტი უნდა ითარგმნოს 24 ენაზე, რაც სავარაუდოდ, 8 კვირას მოითხოვს,” - განაცხადა ანდრეს მამიკინსმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს.