www.allwine.ge - ალკოჰოლური სასმელების ელექტრონული მაღაზია და მედია პორტალი ერთ სივრცეში

ქართულ ინტერნეტ სივრცეში უნიკალური პროექტი www.allwine.ge გამოჩნდა.

ვებგვერდი ელექტრონული კომერციისა და მედია საშუალების სინთეზია. საიტზე შესაძლებელია ალკოჰოლური სასმელის შეძენა და პარალელურად, მის შესახებ ინფორმაციის მიღება - რომელ საკვებს რომელი ღვინო უხდება, როგორია მისი შემადგენლობა, სად არის დამზადებული, როგორია მისი მწარმოებლის ისტორია და დეტალები. ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით, www.allwine.ge ქართული ბაზრის უნიკალური პროექტია.

„ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით www.allwine.ge გამორჩეული პროდუქტია, რადგან ის ამავდროულად მედია პლატფორმაც არის. დღეს ელექტრონული კომერცია ტრადიციულ ვაჭრობას დიდ კონკურენციას უწევს და ფაქტია, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც დღითიდღე ვითარდება, მომხმარებელი აშკარად გრძნობს ონლაინ ყიდვის უპირატესობას და სიმარტივეს. 5 წელზე მეტია, ელექტრონული კომერციის სფეროში ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ამ დარგმა დიდი პროგრესი განიცადა. რამდენიმე წლის წინ ონლაინ ვაჭრობის მიმართ ნდობის ფაქტორი თითქმის არ არსებობდა. მყიდველს უჩნდებოდა კითხვები - ნამდვილად მომიტანენ შეკვეთას? იმას მომიტანენ, რაც შევუკვეთე? მეორე მხრივ კი, ინტერნეტ გადახდების საკითხი იყო აქტუალური, რადგან ინტერნეტმომხმარებლების ნაწილს არ ჰქონდა პლასტიკური ბარათები ან შესაბამისი ცოდნა როგორ უნდა ეშოპინგათ ონლაინ. ზოგადი მდგომარეობის გამოსწორებაზე სოციალური ქსელების პოპულარობამ დიდი გავლენა იქონია, საზოგადოება დაუმეგრობრდა ინტერნეტს და ჩამოუყალიბდა ჩვევა - ყველა საქმიანობისთვის გამოიყენოს ინტერნეტი. ჩვენი პროექტი ამ მხრივ მართლაც გამორჩეულია. მომხმარებელს სუპერმარკეტში რიგში დგომას და ღვინის მეტ-ნაკლებად შეზღუდული ასორტიმენტიდან არჩევის სანაცვლოდ ვთავაზობთ, რომ ჩვენს მაღაზიაში ელექტრონულად შეიძინოს სასურველი სასმელი. დაამატებით, ისინი ამ სასმელის შესახებ სრულ ინფორმაცის მიიღებენ. დაზოგავენ დროსა და ფინანსებს. ჩვენს ვებგვერდზე ფასები მარკეტების ფასების ანალოგიური ან მასზე დაბალია. არჩევანი კი სტანდარტულ მაღაზიებზე უფრო მრავალფეროვანი, რადგან მომხმარებელს მცირე მეურნეობების ღვინოებსაც ვთავაზობთ, უახლოეს მომავალში კი მომხმარებელი შეძლებს ერთ სივრცეში შეიძინოს ღვინო, მაღალალკოჰოლური სასმელი და ლუდი”, - განმარტავს ლაშა შარიქაძე.

საიტი რამდენიმე დღის წინ გაეშვა და ის ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. ამჟამად ონლაინ მაღაზიაში 50-მდე მწარმოებლის 105 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. ასორტიმენტის გამრავლფეროვნება ყოველდღიურად ხდება. მალე მაღალალკოჰოლური სასმელები და ლუდიც ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებელს ადვილად შეუძლია, მოახდინოს ღვინის სორტირება ჩამოსხმის თარიღის, ღვინის ტიპის, ბრენდის, წარმოების ადგილის ან სხვა მახასიათებლის მიხედვით. საიტზე მითითებულია, რომელი ღვინო რომელ კერძს უხდება, ასევე გაეცნობით ინფორმაციას რომელ კერძებთან არ უნდა მივირთვათ ღვინო, ანუ რომელ კერძებთან კარგავს ღვინო გემოვნურ თვისებებს.

ონლაინ ყიდვის შემდეგ, პროდუქცია მომხმარებელთან არაუგვაინეს ერთი საათის შემდეგ მიდის. მიტანის სერვისი უფასოა. ამჟამად მომსახურება მხოლოდ თბილისის ფარგლებში ხორციელდება. თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოს დიდი ქალაქებიც დაემატება. შემდეგ ეტაპზე კი ქვეყანას სრულად მოიცავს. მიტანის სერვისი 10:00 – 23:00 პერიოდში ხორციელდება. მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, 24 საათიანი სერვისი შეთავაზებაც იგეგმება.

”ვებ გვერდი სამენოვანი - ქართული, რუსული და ინგლისური იქნება და ტურისტებზეც არის გათვლილი. ასევე შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინის საზღვარგარეთ ონლაინ გაყიდვასაც ვგეგმავთ”, - ამბობს პროექტის მენეჯერი.

შარიქაძის განმარტებით, პროექტის განვითარება რამდენიმე მიმართულებით იგეგმება. სამომავლოდ, დაემატება საკოლექციო და ძვირადღირებული ღვინოებიც. იქნება სასმლის ყოველთვიურად გამოწერის სერვისი, ამ შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქციაზე კიდევ დამატებით ფასდაკლებას მიიღებს. ვებგვერდზე შესაძლებელი იქნება სახელობითი ეტიკეტების დამზადება, სასაჩუქრე შეფუთვით გამოწერა, ალკოჰოლური სასმელების აქსესუარების შეძენა და სხვა საინტერესო სიახლეები.