აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის 0,25%-ით ზრდის ფონზე, მსოფლიოს ძირითად ვალუტებთან მიმართებაში დოლარის კურსმა 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.
CNBC-ის ინფორმაციით, FED-ის გადაწყვეტილების შემდეგ დოლარის ინდექსი 0,5%-ით 102.620 პუნქტამდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2003 წლის შემდეგ.
დოლარის ინდექსი გაიზარდა ევროსთან, იენთან, ფუნტთან, კანადურ დოლართან, შვედურ კრონასთან და შვეიცარულ ფრანკთან მიმართებაში.
ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 0,2%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1.0512 დოლარი შეადგინა.
0.3%-ით გამყარდა დოლარი იენთან მიმართებაში და ერთი დოლარის ღირებულებამ 117.390 იენი შეადგინა. 0,5%-ით დაეცა ფუნტი დოლართან მიმართებაში და ერთი ფუნტის ღირებულებამ 1.2588 დოლარი შეადგინა.