საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებით საპარლამენტო უმრავლესობამ დაუდევრობა გამოიჩინა.
როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პარლამენტს ჯერ საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უნდა მიეღო, შემდეგ კი მომავალი წლის მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტი უნდა დაემტკიცებინა.
,,ეს ბიუჯეტი არის არალეგიტიმური. აქ არის ელემენტარული დაუდევრობა, ვინაიდან უმრავლესობას ყველაფერი გასდის. არ დაუკვირდნენ იმას, რომ ჯერ უნდა მიეღოთ ცვლილებები საგადასახადო კოდექსში და შემდეგ კანონის შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტი. არ დაუკვირდნენ, რადგან მათ კანონდარღვევა არ მიაჩნიათ დასჯად საკითხად. როდესაც 180 მილიონით გადააჭარბა ფინასთა მინისტრმა სახაზინო ვალდებულებების ემისიას, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება. ეს ისჯება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი წესით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.